ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და განვითარების გეგმა დაამტკიცა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად მიიღო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სტრატეგიის ოთხწლიანი გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ითვალისწინებს. მერიის ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსის დავით შამათავას თქმით, დოკუმენტში სხვადასხვა მიმართულებაა წარმოდგენილი.



„ეს არის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ღირსეული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობას, ასევე, სოფლებში გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი, ასევე, მოეწყობა მოძრავი კინოთეატრი“, - გვითხრა შამათავამ.

დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციური ფრაქციების წევრებმაც. მათი თქმით, დოკუმენტთან შენიშვნები აქვთ, თუმცა მის მიღებას მიესალმებიან.

alt

„მხარი დავუჭირეთ, რადგან ორი მოწვევის საკრებულოში ეს ფაქტორბივად ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც გრძელვადიან ხედვებს გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სფერო“, - აღნიშნა წითლიძემ და დასძინა, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა უნდა გაიზარდოს.
ამავე პოზიციაზეა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია. მისი თქმით, ახალგაზრდული მიმართულებით თანხა გასაზრდელია.

„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, სწორედ მათთან ერთად დავიწყებთ მუშაობას და მივალთ შედეგამდე, ამიტომაც მივესალმები ამ დოკუმენტის მიღებას“, - თქვა სხდომაზე შელიამ.

დოკუმენტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს ურავლესობის წევრებმა. ისინიც თანხმდებიან, რომ 70 000 ლარი, რომელიც პროგრამისთვის არის გათვალისწინებული საკმარისი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ დაფინანსება გაიზრდება.
„მუნიციპალიტეტიდან მუდმივად გაედინება ინტელექტუალური რესურსი, რადგან ისინი მიდიან დიდ ქალაქებში და ეს არ არის მათი არჩევანი, ეს არის რეალობა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ლაგვილავამ.

alt

უმრავლესობის წევრებმა მერიის სხვა სამსახურებს მოუწოდეს, მიბაძონ ახალგარზდულ საქმეთა დეპარტამენტს და წარადგინონთავიანთ სფეროში კონკრეტული სამოქმედო გეგმები.

„ეს არის გამართული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ამოცანები, რომლის გადაჭრაც არის აუცილებელი შედეგის მისაღწევად. ეს ნამდვილად მისასალმებელია და მოვუწოდებთ მერიის სამსახურებს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რაც მოგვცემს სტრატეგიული განვითარების და ხედვის შექმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.

განხილვას საკრებულოს სხდომაზე ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მერიის სამსახურსა და საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და მასში მონაწილეობისთვის მზადმყოფნა გამოთქვეს.
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი მერიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან, ახალგარზდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით შეიმუშავა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.