ახალი ამბები
ზუგდიდში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, დღეს დილით იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება სა კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print