რეგიონი
ზურაბიშვილი ზუგდიდის საახალწლო ნაძვის ხესთან გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და მრავალშვილიან დედებთან ერთად მივიდა. მან წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გიგა ოთხოზორიას ხსოვნას და აღნიშნა, რომ მოკლულის ოჯახი, სამოქალაქო თავდადების მაგალითია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვიზიტი, პრეზიდენტის, რანგში, სწორედ ზუგდიდში დაიწყო, რადგან, როგორც მან აღნიშნა, „რეგიონები არის მნიშვნელოვანი, მათ სიძლიერეზე იდგა და ყოველთვის იდგება საქართველო“.

„როცა ვართ ზუგდიდში არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ხიდის იქეთ არიან ჩვენი თანამემამულეები, რომ დღეს ვართ გაყოფილნი, მაგრამ ვართ ერთად. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავერთიანდეთ, როგორ შევრიგდეთ, ეს არის ჩვენი ერთიანი მომავალი და საიდან, თუ არა ზუგდიდან, ჩვენ უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს დღესასწაულები“, - დასძინა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
Print