ახალი ამბები
პრეზიდენტის ნაძვის ხე - ზურაბიშვილმა რეგიონებში გასვლა ზუგდიდიდან დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის პირველი პირის რანგში რეგიონებში გასვლები სამეგრელოდან დაიწყო. ის დღეს საახალწლოდ ბავშვებისთვის გამართულ კონცერტს დაესწრო და ზუგდიდელებს და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

„აფხაზეთში არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც არ შეიძლება, რომ დავივიწყოთ. დღეს ვართ გაყოფილები, მაგრამ ამ დღესასწაულებზე ვართ ერთად და უნდა მივულოცოთ ერთმანეთს, ვიფიქროთ შერიგებაზე, გაერთიანებაზე და ეს არის ჩვენი მომავალი. საიდან, თუ არა ზუგდიდიდან უნდა მივულოცოთ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს დღესასწაული. მიხარია, რომ „პრეზიდენტის ნაძვის ხე“ იმართება სწორედ აქ, რადგან ქვეყნის სიძლიერე იყო რეგიონებში და დღესაც ასე უნდა იყო. ეს ის ადგილია, სადაც ერთად უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გაბრწყინებული“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

alt

ის სცენაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისთან ერთად ავიდა. მოგვიანებით, ზურაბიშილმა მომღერალ ნათია თოდუას გამოსვლა თავად დაანონსა და დასძინა, რომ ნათია, როგორც გალის მკვიდრი და აფხაზეთიდან დევნილი, მაგალითია სხვა იქ მცხოვრები ბავშვებისთვის.

სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობა თბილისიდან ჩამოსულმა მომღერლებმა მიიღეს.

alt

სკეიტ-პარკში იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



პრეზიდენტმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

მისი სახელით მოგვიანებით საჩუქრები მერიის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა დაარიგეს.

მანამდე სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე და რუხშიც იმყოფებოდა.

alt


ამავე თემაზე:

პრეზიდენტის სახელით ზუგდიდში ბავშვებს შოკოლადებს ურიგებენ (ვიდეო)
Print