ახალი ამბები
პრეზიდენტმა რუხში საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარის რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა. პრეზიდენტის განცხადებით, საავადმყოფოს ამოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან კლინიკა, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით, უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს სამეგრელოსა და მის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებლებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი მხარდაჭერას უცხადებს მსგავსი ტიპის პროექტებს, რუხის სამედიცინო ცენტრის ამოქმედება კი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე თემაზე:

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში წირვას დაესწრო
Print