ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალ ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართება
ტრადიციული საშობაო „ალილო“ ხვალ 12:00 საათზე  ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდება. როგორც რადიო „ათინათს“ საკათედრო ტაძარის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ უთხრა, მსვლელობას სამღვდელოებასთან ერთად გზადაგზა მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდებიან.
alt
ასევე სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დალაგდება, რომელსაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

"ალილოს" ტრადიცია 2001 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.





Print