ახალი ამბები
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საშობაო წირვა მეუფე გერასიმემ აღავლინა
საშობაო ლიტურგია წუხელ, შობის ღამეს ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.

alt

წირვას მშენებარე ტაძარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია კი საშობაო ლიტურგიას ფოთის საკათედრო ტაძარში დაესწრო.

alt

საშობაო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღასრულა.

Print