ახალი ამბები
ფოთის საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით შეყვანილი ქალი გარდაიცვალა
ფოთის საავამდყოფოში 6 იანვარს 40 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ის ჰოსპიტალში სამი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. მისივე თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, გახდა თუ არა ე.წ. „ღორის გრიპი“ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს, რადგან ოჯახმა ექსპერიზაზე უარი თქვა.

„სამ იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმტომებით 40 წლის ქალი შემოიყვანეს, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა თამხლები ქრონიკული მძიმე დაავადებებით, მათ შორის გულის ქრონიკული უკმარისობით. ჩატარებული ანტივირუსული და რეანიმაციული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, 6 იანვარს გარდაიცვალა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მიგინეიშვილმა.

ამ დროისთვის ფოთის კლინიკაში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 9 ადამიანი მკურნალობს.

ამავე თემაზე:

პაციენტი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის ნიშნებით მოათავსეს, გარდაიცვალა
Print