რეგიონი
სოხუმი: აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები არ დაფიქსირებულა
აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის აფეთქება არ აღინიშნება, ამის შესახებ აფხაზური მედია დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის რუსტამ ზანთარიას ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

"ჩვეულებრივი სიტუაციაა, "ღორის გრიპის" შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინაცია არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა, გრიპის რაიმე ნიშნების გამოვლენისთანავე, უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს“,- დასძინა ზანთარიამ.

 ამავე ცნობით, სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისა და ჰიგიენის ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.


Print