ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ "თაუნ პარკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა
ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" მერიაში დაუდასტურეს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

"თანხას, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა, დაგვიანებით იხდიდა, ასევე, ვალდებულებები არ შეასრულა ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც", - გვითხრეს მერიაში.

"თაუნ პარკს" ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები ათწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მას ადგილობრივ ბიუჯეტში  კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეეტანა. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.

ამავე თემაზე:

პარკირების საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისია შეიკრიბა

ზუგდიდის საკრებულომ პარკირების ტარიფები დაადგინა




Print