ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოს ბოლო ათ დღეში გრიპის სიმპტომებით 230-მდე პაციენტმა მიმართა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი მცირეწლოვანი ბავშვია, სამი კი ორსული. როგორც რადიო „ათინათს“ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

„თითოეულ მათგან უტარდება ანტივირუსული თერაპია ტამიფლუს სახით. მათგან არცერთს არ უფიქსირდება, გრიპის ვირუსი H1N1, თუმცა ანალიზები კვლევისთვის გაგზავნილია“, - ამბობს  ორჟონია.

ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, 28 დეკემბრიდან დღემდე რეფერალურ ჰოსპიტალს 229 პაციენტმა მიმართა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ბინაზე გაეწერა, ხოლო  25 მათგანს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა.

ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპის სამი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი თბილისში გარდაიცვალა, ხოლო ორი გაეწერა.

ამავე თემაზე:

ფოთის საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით შეყვანილი ქალი გარდაიცვალა


Print