რეგიონი
რაულ ხაჯიმბა ვენესუელის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაემგზავრება
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი 10-11 იანვარს ვენესულის ბოლივარიანულ რესპუბლიკაში გაემგზავრება. რაულ ხაჯიმბა ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილოებას. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება. ამავე ინფორმაციით, დაგეგმილია ხაჯიმბას და მადუროს მოლაპარაკებაც, რომელზეც "მხარეები განიხილავენ აფხაზეთ-ვენესუელის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას“. საქართველოს ოკუპირებული რეგიონი - აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წელს ცნო ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.

Print