ახალი ამბები
ვლაქერნობას ტრაპეზისთვის ზუგდიდის მერია 20 ათას ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მერია 2019 წელს ვლაქერნობის დღესასწაულისთვის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის 70 000 ლარს გამოყოფს. დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 20 000 ათასი ტრაპეზისთვის დახარჯავს, რომელსაც მერია ეპარქიას გადაურიცხავს. 

"70 ათას ლარში გათვალისწინებულია სამდღიანი ფოლკლორის ფესტივალი, რომელიც ვლაქერნობას დავამთხვიეთ. ზუგდიდში ფესტივალის მონაწილეები არა მხოლოდ საქართველოს ქალაქებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. ეს თანხა დაიხარჯება მათი დაბინავებისთვის, ჯილდოსთვის და მთლიანად, ორგანიზებისთვის", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვლაქერნობის დღესასწაულისთვის 20 ათასი დაიხარჯა.

ვლაქერნობა ზუგდიდში ყოველ 15 ივლისს აღინიშნება. გასულ წელს ამ დღეს ზუგდიდში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მრევლთან ერთად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე:

ვლაქერნობა 2018 ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)

Print