ახალი ამბები
“ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ს 300 ათასი ლარი გამოეყო
ზუგდიდის მერიის შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის წლის ფინანსურ დოკუმენტშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, პროგრამის მიზანია ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაცია, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა. წელსვე დაგეგმილია ზღვის სანაპირო ზოლში ხელოვნური საფარის, ქვიშის მოედნების, ამფითეატრის კაპიტალური შენობის, ქვიშის მოედნების, შადრევნების, საშხაპეების და სხვა ქონებრივი აქტივების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.

„ჩატარდება არსებული გამწვანების ზოლის მოთიბვის, სხვადასხვა ხე-მცენარის გასხვლის, შეწამვლის და შესაბამისი მინერალებით კვების სამუშაოები. ასევე განხორციელდება ელექტროგაყვანილობის ქსელების, ელექტრო მოწყობილობების, სხვადასხვა ტიპის სანათების, განათების ბოძებისა და მინათების საშუალებების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლოატაცია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული თანხების მიმართვის შემდეგ საკურორტო ზონა რეაბილიტირებული და მოვლილი იქნება. პროგრამის მიზანი კი ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის ცნობადობის ამაღლება, დამსვენებლთა და ვიზიტორთა კონტიგენტის გაზრდაა.

2018 წლის ბიუჯეტში აღნიშნული შპს-სთვის 250 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. მოგვიანებით, 2018 წლის ივლისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონისთვის დამატებით 100 000 ლარი გამოიყო.

ამავე თემაზე:

შპს ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“ - ისთვის 100 000 ლარი გამოიყოფა


Print