ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის 300 ათასი ლარი გამოიყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობისთვის 300 ათასი ლარი გამოიყო. გასულ წელს კი ანალოგიური სამუშაოებისთვის 200 ათას ლარი დახარჯა. ა(ა)იპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიზანია უზრუნველყოს უნიკალური და საფრთხის წინაშე მყოფ ხე-მცენარეთა მოვლა-პატრონობა და გადარჩენა, შემდგომში მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარების გზით გამრავლება, გამრავალფეროვნება და პოპულარიზაცია.

ბაღის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გასულ წელს დაიწყო. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა“ ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70% -ის გადახდა ზუგდიდის მერიას საკუთარი სახსრებით მოუწია. ამ თანხის 50%-ს მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი გასული წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს,  გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.



Print