რეგიონი
დღეს ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიება ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს, ადგილობრივი თვითთმართველობისა და ზუგდიდის განვითარების ფონდის „ერთსულოვნების“ ორგანიზებით ჩატარდება.  საშობაო საქველმოქმედო კონცერტი „ქველმოქმედებაა“ ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით იმართება.

კონცერტი 8 იანვარს  17:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.


Print