ახალი ამბები
ზუგდიდელი ამპუტანტი ფეხბურთელებისთვის 34 ათასი ლარი გამოიყო
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდისთვის 34 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, პროგრამა სპორტსმენთა წვრთნას და გადამზადების ხელშეწყობას, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, გამარჯვებულ სპორტსმენთა დახმარებების გაწევას და მათი საჭირო სპორტული ინვენტარითა აღჭურვას გულისხმობს.

ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „ოდიში“ ზუგდიდში 2012 წელს დაარსდა. გუნდში დღეს შვიდ ფეხბურთელი თამაშობს. 



Print