რეგიონი
ფოთის საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა
ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში 40 წლის ქალი გარდაიცვალა. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის თქმით, მნახველების შეზღუდვა გადამდები ინფექციის გამო მოხდა, რათა არ მოხდეს მისი გარედან შემოტანა.

„ღორის გრიპის დადასტურებული შემთხვევა ფოთში არ გვქონია. გვყავს ერთი გარდაცვლილი, მწვავე რესპირატორული ინფექციის მსგავსი სიმპტომით. პაციენტს აღენიშნებოდა სხვა დაავადებებიც. ამ ეტაპზე გრიპის მაგვარი სიმპტომებით, 12 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ისინი მოთავსებულია არიან თერაპიულ განყოფილებაში და უტარდებათ შესაბამისი, სიმპტომური და ანტივირუსული მკურნალობა“, - ამბობს მიგინეიშვილი.

ფოთის გარდა, კარანტინი მცხეთის, ბათუმისა და რუსთავის საავადმყოფოებშია გამოცხადებული.

რაც შეეხება ქალას, რომელიც საავადმყოფოში 6 იანვარს მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული მძიმე დაავადებებით. ჩატარებული ანტივირუსული და რეანიმაციული მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოს ბოლო ათ დღეში გრიპის სიმპტომებით 230-მდე პაციენტმა მიმართა
Print