ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შემოყვანილი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 27 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შინაგან სნეულებათა განყოფილებაში არიან მოთავსებული, არცერთი მათგანი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

„ამ ეტაპზე 27 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 4 ორსული და 14 ბავშვია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თითოეულ მათგანს უტარდება ანტივირუსული თერაპია ტამიფლუს სახით. არცერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე" - ამბობს ორჟონია.

ზუგდიდის საავადმყოფოში გუშინ 15 პაციენტი მკურნალობდა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი და სამი ორსული. ბოლო ათი დღის განმავლობაში ჰოსპიტალს 229 პაციენტმა მიმართა, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ამავე თემაზე: 
 ზუგდიდის საავადმყოფოს ბოლო ათ დღეში გრიპის სიმპტომებით 230-მდე პაციენტმა მიმართა

Print