ახალი ამბები
ზუგდიდის მაკდონალდსში თოვლის ბაბუა მოიპარეს
ზუგდიდის მაკდონალდსში გუშინ ღამით სათამაშო თოვლის ბაბუა მოიპარეს. სწრაფი კვების რესტორნების ქსელის რეგიონული მენეჯერი გიორგი გურგუჩიანი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

Print