ახალი ამბები
გაზაფხულიდან ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ მასშაბურ ეტაპზე გადადის
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. მოკლე სიაში სამი საუკეთესო გავიდა, უახლოეს დღეებში კი ტენდერში გამარჯვებული ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა აშკარა გახდება და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გადავა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ანაკლიის კონსორციუმიდან აცნობეს.

გარდა ამისა, ამავე ცნობით, ანაკლიის პორტში დაიწყება უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეების დამონტაჟება.

"ამ სამუშაოებზე 2000 - ზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და მათ განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“
კიდევ ერთი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა ექვსმა ლიდერმა საპორტო ამწე დანადგარების სფეროში მოღვაწე კომპანიამ მიიღო. შერჩევა ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად მიმდინარეობდა. ტენდერის გამარჯვებული მალე გამოცხადდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი წლის ანგარიში (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 6 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.