ახალი ამბები
ფოთში დიუმას ქანდაკება წააქციეს
ფოთში კულტურისა და დასვენების პარკში განთავსებული ალექსანდრე დიუმას ქანდაკება წააქციეს. როგორც ფოთის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა ქანდაკება დაზიანებული არ არის. „პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გუშინ დილით ძეგლი გადმოგდებული დახვდათ. ის დაზიანებული არ არის და თავის ადგილზე აღადგინეს“, - ამბობენ მერიაში.

დიუმას ქანდაკება უკრაინის სათვისტომომ ფოთს 2016 წელს საჩუქრად გადასცა.

ფოტო: ფეისბუქი

Print