რეგიონი
საია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს უჩივის​
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ისინი აღნიშნული სკოლის ინსპექტირების ჩატარების საფუძველს და ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესს სწავლობენ.

“საკითხის შესწავლის მიზნით საიამ განათლების სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ინსპექტირების საფუძვლად მითითებული განცხადების სამინისტროში შესვლის დროისა და სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ მისი განხილვის დროის დადგენის მიზნით. საია აგრეთვე ითხოვს ინფორმაციას 2018 წლის განმავლობაში რამდენი ფიზიკური პირის განცხადება შევიდა სამინისტროში და რამდენ მათგანზე მოახდინა სამინისტრომ, ზუგდიდის მე-6 სკოლის ანალოგიური დაჩქარებული რეაგირება. მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა, განათლების სამინისტრომ საიას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა,  9 დეკემბერს გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია:განათლების სამინისტროდან ოფიციალური დოკუმენტაციის ნაცვლად ცარიელი ბლანკი გამომიგზავნეს

ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმეზე პარლამენტში კომიტეტის სხდომას დაესწრება
Print