ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია ია კერზაის საქმის გამოძიების დასაწყებად პროკურატურას ორკვირიან ვადას აძლევს
ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაის საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვს და ამისთვის პროკურატურას ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხევაში, ის ამბობს, რომ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს. როგორც რადიო "ათინათს"  შენგელიამ უთხრა, სხვა მასალებთან ერთად უწყებას დამატებით ვიდეო ჩანაწერებიც გადასცა.

"თვეზე მეტი გავიდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებიდან, რაც გამოიწვია მასზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით თავდასხმამ, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. კონკრეტული დანაშაულის შესახებ განცხადებით მივმართეთ პროკურატურას და შსს-ს, მოვითხოვეთ გამოძიება, წარვუდგინეთ მტკიცებულებები, გარდა ამისა, დამატებით გადავეცი ვიდეო მასალები, სადაც არის იას და მისი მეგობრების  ინტერვიუები. ისინი დეტალურად  ყვებიან მომხდარის თაობაზე. პროკურატურას მივმართავ, რომ შეისწავლონ, გაეცნონ და დაიწყონ გამოძიება უახლოესი ორი კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ზომას. ეს შეიძლება იყოს აქცია და არ გამოვრიცხავ, რომ დავიწყო შიმშილობა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყონ", - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი  9 დეკემბერს გარდაიცვალა. შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას და შემდეგ მის გარდაცვალებას, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას უკავშირებს და ამბობს, რომ დირექტორი პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება (ვიდეო)

საია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს უჩივის​

ბაჩანა შენგელია:განათლების სამინისტროდან ოფიციალური დოკუმენტაციის ნაცვლად ცარიელი ბლანკი გამომიგზავნეს




Print