ახალი ამბები
ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორი თვით შეზღუდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ენგურის ხიდზე შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო, რაც დაკავშირებულია გრიპის H1N1 ვირუსის აფეთქებასთან, ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა ათ იანვარს 20 საათზე ორი თვით შეზღუდვები დააწესა ადმინისტრაციულ საზღვარზე.

"შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიიდან "უცხო ქვეყნის მოქალაქეების" შემოსვლა, ასევე, აკრძალულია აფხაზეთის რესპუბლიკიდან მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გასვლა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ენგურის ხიდზე დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე რიგებია, თუმცა მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული.

ამავე თემაზე:

ჩიკვაიძე: ენგურის ხიდი ცალმხრივად "ღორის გრიპის" გამო ჩაკეტეს 
Print