ახალი ამბები
ზუგდიდში თოვლის ბაბუის ქურდობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ზუგდიდში, სწრაფი კვების რესტორნების ქსელ “მაკდონალდსიდან” თოვლის ბაბუის მოპარვისთვის დაკავებულს სასამართლომ 2 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რომელიც ბრალდებულისთვის განაჩენის საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანასა და გირაოს შეფარდებას გულისხმობდა.

თავად ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. მოპარული სათამაშო თოვლის ბაბუას კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაკდონალდს დაუბრუნებენ. რესტორნების ქსელის ზუგდიდის ფილიალიდან თოვლის ბაბუა რამდენიმე დღის წინ მოიპარეს, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მის მიმართ საქმე სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

მაკდონალდსიდან თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდის მაკდონალდსში თოვლის ბაბუა მოიპარეს
Print