ახალი ამბები
სოხუმი: ენგურის ხიდის გადაკვეთას გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები შეძლებენ
ენგურის ხიდზე მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მოსახლეობაში განჩნდა კითხვები. იმის გასარკვევად, დაიშვება თუ არა გამონაკლისი სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთთათვის, „აფსადგილ - ინფომ“ დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ზურაბ მარღანიას მიმართა.

ამ უკანასკნელის განმარტებით, მოქალაქეების გარკვეული კატეგორია შეძლებს ენგურის ხიდის გადაკვეთას ორივე მიმართულებით.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში მიდიან სამკურნალოდ. მათ შორის არიან ისინიც, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიან. ჩვენი უწყება ვერ აუკრძალავს მათ აფხაზეთიდან
გასავლას ან უკან შემოსვლას. ადამიანებს ხომ არ მოვკლავთ. გარდა ამისა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ენგურჰესზე და ბრიგადები უნდა გავატაროთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ჩაკეტავს სრულად საზღვარს. შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე ღორის გრიპის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესდა”, - განაცხადა ზურაბ მარღანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემოლოგიური სიტუაციის" გამო, რაც დაკავშირებულია გრიპის H1N1 ვირუსის "აფეთქებასთან", ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა ათ იანვარს 20 საათზე ორი თვით შეზღუდვები დააწესა ადმინისტრაციულ საზღვარზე.

ფოტო: abhazium.ru

ამავე თემაზე:

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორი თვით შეზღუდა
Print Email
FaceBook Twitter
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 6 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.