ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 42  პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა.

„ერთის გარდა, 41-ვე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ზოგიერთი მათგანი უკვე ეწერება. ხოლო მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა რჩება მძიმედ“, - ამბობს ორჟონია.

მისივე თქმით, საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობა შემცირდა. მანამდე მათი რიცხვი 51 შეადგენდა. ორჟონიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულად, დადასტურებულად არცერთ მათგანს „ღორის გრიპი“ არ აღენიშნება.

ბოლო პერიოდში ზუგდიდიდან 13 გაგზავნილი ანალიზიდან H1N1 ვირუსი 10 დაუდგინდა, აქედან ორი გარდაცვლილია.

ამავე თემაზე:
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 50-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს
Print