რეგიონი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შს სამინისტროს, სენაკისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, 3 მჭიდი და 21 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.



Print