ახალი ამბები
სამეგრელოში ჯანდაცვის ცენტრებმა „ტამიფლუს“ 1700-ზე მეტი ფლაკონი გასცეს
ზუგდიდის ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, რეგიონში „ტამიფლუს“ ახალი პარტია უკვე ჩამოვიდა და სააფთიაქო ქსელებშიც დარიგდა. ოდიშარიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მარაგს რეგიონის მასშტაბით კიდევ 260 კოლოფი პრეპარატი დაემატა.

„ამ დროისთვის რეგიონის ჯანდაცვის ცენტრებმა 1758 ფლაკონი „ტამიფლუ“ გასცეს. მარაგი დარჩენილი იყო 80 კოლოფი და დაემატა 260. სულ ერთ კოლოფში 10 ფლაკონია. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება რეცეპტი, ექიმის დანიშნულება ფორმა ასი, "ტამიფლუს" აფთიაქებში მიიღებს უფასოდ. ჩვენ კი გავცემთ ასაკით პენიონერებზე, ბავშვებზე, სოციალურ დაუცველებსა და ქრონიკული დაავადებების მატარებლებზე. რაც შეეხება საავადმყოფოებს, მათ თავად აქვთ მარაგი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, დავეხმარებით“, - გვითხრა ოდიშარიამ.

„ტამიფლუს“ უფასოდ გაცემი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მეთაურმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

საქართველოს ყველა მოქალაქე ექიმის დანიშნულებით „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს

"ჯანდაცვის ცენტრმა" ზუგდიდში ტამიფლუს ექვსი სამკურნალო დოზა გასცა
Print