ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული ორ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართივით სუნთქვაზე იმყოფებიან.  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში მკურნალობას სულ 35 პაციენტი გადის, აქედან 33-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამეგრელოში ბოლო თვეებში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა



Print