ახალი ამბები
მეუფე პეტრე უკრაინის ავტოკეფალიაზე:წონადობა არ აქვს არგუმენტებს, რომ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციაზე საუბრობს. მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ არანაირი წონადობა არ აქვს არგუმენტებს, რომ ჩვენი ეკლესია სიმართლეს მხარეს არ დადგს. მისივე თქმით, სამართლიანია ის, რომ უკრაინას აქვს უწმინდესი ეკლესია და ავტოკეფალია.

„სიფრთხილე, რა თქმა უნდა, საჭიროა, თუმცა არანაირი წონადობა იმ არგუმენტებს, რომ ჩვენ არ დავდგეთ სიმართლის ხმარეს და 50 მილიონიან ქვეყანას, რომელმაც იბრძოლა, ავტოკეფალური ეკლესიისთვის, არ მივულოცთ და არ გავიზიაროთ მათი სიხარული. ჩვენ რამდენი ხანი ველოდებოდით ავტოკელფალიას და 90 წელს მივიღეთ ტომოსი. როგორი ბედნიერება იყოს ეს ჩვენთვის. სხვანაირად რუსეთის ეკლესიას უნდა მიემსგავსო და იყო კაენის მდგომარეობაში, რომელსაც შურს ძმის და კლავს მას“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, ეკლესიაში გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სიფრთხილეა საჭირო, გარკვეულ ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ ფაქტმა, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში პრობლემები გამოიწვიოს.

„საქართველოზე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც დეტალებში ერევა და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურებულია, არის გავლენები.  მთავარია, რომ სიმართლე იზეიმებს და უსამართლობის მხარეს ვერ დავდგებით. ეს გარდაუვალია და ეს არის სამართლიანობა, რომ უკრაინას აქვს უწმინდესი, ავტოკეფალური ეკლესია“, - თქვა მეუფე პეტრემ.

უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ფიქრობს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მილოცვაზე თავის შეკავებას სწორ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის აღდგენა ამ დრომდე არ მიულოცია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას.


ამავე თემაზე:

მეუფე გრიგოლი: პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინელი ხალხისთვის მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია

Print