რეგიონი
ტამიშში მკვლელობა მოხდა
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში 14 იანვარს მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორმა უცნობმა პირმა კოსტრომის მკვიდრს ესროლა და მიიმალა. ამის შესახებ გამოცემა "აიაირას" ოჩამჩირის რაიონის ხელმძღვანელმა სლავიკ კუჩუბერიამ განუცხადა. მისივე ცნობით, მოკლული მამაკაცი ორი შვილის მამაა, ის აფხაზეთში კოსტრომიდან ოჯახთან ერთად 5 წლის წინ ჩამოვიდა და ავტომექანიკოსად მუშაობდა.

მიმდინარეობს გამოძიება. მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილები დაკავებულია.

Print