ახალი ამბები
მესტიასა და წალენჯიხას პოლიციის ახალი შენობები ექნება
მესტიასა და წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობების ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში პოლიციის სამმართველო გვალდირში განთავსდება და მის ასაშენებლად ხუთ მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯება. საბოლოოდ, მესტიას ახალი პოლიციის შენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევარში უნდა ჰქონდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 27 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება წალენჯიხას, აქ პოლიციის ახალი შენობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა თითქმის 3 მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.

alt

თამარ მეფის ქუჩაზე ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 10 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებები 30 იავრიდან 4 თებერვლის ჩათვლით მიიღება.


Print