რეგიონი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მარკეტინგის დირექტორი გიორგი ბარკალაია გახდა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს ახალი წევრი შეემატა. რადიო „ათინათს“ კონსორციუმიდან აცნობეს, რომ მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარკალაია დაინიშნა. ამავე ინფორმაციით, გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ტელეკომპანია „იმედი“, „ვითიბი ბანკი“, „საქართველოს ეროვული ლატარეა“, „საქართველოს ბანკი“, „არტი ჯგუფი“, ვისოლ პეტროლიუმი“ და სხვა.

„ის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება. გიორგი ბარკალაია კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია და მან განათლება საქართველოსა და აშშ-ს უნივერსიტეტებში მიიღო“, - აღნიშნულია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




Print