ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალ თოვლჭყაპს ელოდებიან
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში ხვალ მთელი დღის განმავლობაში თოვლჭყაპი და ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი მოთოვს. ამავე ცნობით, რთული მეტეოლოგიური პირობები  ხვალ საღამომდე შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5-მდე დაიკლებს.

„დღეს გაწვიმდება ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. ხვალ მთელი დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, იქნება ქარიც. რაც შეეხება  ჰაერის ტემპერატურა ღამით +3 გრადუსამდე დაიწყებს“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 17-18 იანვარს ელოდებიან. ამ ორი დღის განმავლობაში კი ღამის საათებში ტემპერატურა -2 და - 4 გრადუსამდე დაეცემა.
Print