ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ იკლო
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორც მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ ასევე მიმართვიანობამ იკლო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე თქმით, ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, 28 პაციენტი მკურნალობს, აქედან ორი მართვით სუნთქვაზე რჩება.

„28 პაციენტიდან არის ერთი ორსული, ოთხი ბავშვი, ხოლო ორი მართვით სუნთქვაზეა“, - ამბობს ორჟონია.

ბოლო დღეების განმავლობაში  ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 51 პაციენტი მკურნალობდა, შემდგომ მათმა რიცხვმა 36-მდე იკლო.

დეკემბერ-იანვარში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, ორი ადამიანი გარდაიცვალა.



ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 50-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს



Print