ახალი ამბები
მსხვილმა ამერიკულმა კომპანია, შესაძლოა, ანაკლიის პორტთან ითანამშრომლოს
უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Trammo-ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კონსორციუმიდან აცნობეს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, Trammo - ს პრეზიდენტი ედვარდ ვაინერი, ვიცე პრეზიდენტი უიალიამ მარკშტეინი და ფინანსური დირექტორი ვილდან ბეკიროვი ესწრებოდნენ.

კონსორციუმისცნობით, Trammo უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია და მინერალური სასუქების უდიდესი ტრეიდერია, რომელიც ანაკლიის პორტში ნაყარი ტვირთების ტერმინალის ინვესტირებით დაინტერესდა . როგორც შეხვედრაზე Trammo- ს პრეზიდენტმა ედვარდ ვაინერმა განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ისინი პორტთან თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ, თანამშრომლობის პროცესში კომპანია უზრუნველყოფს როგორც მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე ეცდება მნიშვნელოვან წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.