ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში საერთო კრებები დაიწყო
ზუგდიის მუნიციპალიტეტის სოფელებში საერთო კრებები, რომელშიც საპროექტო წინადადებების განიხილავენ, ორი დღის წინ დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. ამავე ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონსულტაციები 28 იანვრამდე გაგრძელდება.
alt
სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის 58-ვე სოფელში უნდა ჩატარდეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების ჩამონათვალიდან მოსახელობა მათთვის ყველაზე პრობლემატური რამდენიმე საკითხს ფარული კენჭისყრის პრინციპით ასახელებს. თითეული სოფლისთვის 5 000- 10 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
Print