ახალი ამბები
ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს
ზუგდიდში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის პროექტის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ორგანიზაციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვა და ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინება დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში. შეხვედრები პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ხუთივე რეგიონში გაიმართება.
Print