ახალი ამბები
გიორგი გახარიამ დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ზუგდიდში ღირსების ორდენები გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის დაღუპული თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა. სამივე პოლიციელი 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, გიორგი გახარიამ, მოადგილესთან ლევან კაკავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, დაღუპული პოლიციელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
alt
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 27 წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელები ღირსების ორდენებით სახელმწიფოს მშენებლობაში, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ.


Print