რეგიონი
კომბინატში დააკავეს მამაკაცი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა. შემთხვევა დღეს დილით, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საქმეზე 1999 წელს დაბადებული ა.კ. ცხელ კვალზეა ჩატარებული ღონისძიებების შედეგადაა დაკავებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ქურდობის ფაქტი აღკვეთა... დადგინდა, რომ ბრალდებული ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა რა დროსაც სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს", - გვითხრეს უწყებაში.

გამოძიება სს კოდექსის 19-177-ე მუხლით ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
Print