ახალი ამბები
ჯუმისა და ალერტკარის ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში სასწავლი პროცესი, სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებისგან განსხვავებით, არ დაწყებულა. ააიპ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში" რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ სწავლა ჯუმისა და ალერტკარის ბაღებში გადაიდო.

ააიპ-ის ხელმძღვანელის მოადგილის ელისო ჩემიას თქმით, ჯუმში საბავშო ბაღს გასული წლის ნოემბერში სახურავი ქარმა დაუზიანა, რის გამოც შენობა ავარიულია და მათ საცხოვრებელი სახლის ქირაობამ მოუწიათ.

„ჯუმში ვიქირავეთ სახლი, სადაც ახლა სამუშაოებია და სავარაუდოდ, ორშაბათს შევძლებთ, რომ აღვადგინოთ სააღმზრდელო პროცესი. რაც შეეხება ალერტკარს, ვიყავით დაქირავებულ სახლში, მაგრამ ახლა გამოგვიყვეს სკოლის შენობაში ფართი და ალბათ, ოთხშაბათს დავიწყებთ სწავლას“, - გვითხრა ჩემიამ.

ზუგდიდში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამო ერთი კვირით გადაიდო. სწავლა დღეს, 21 იანვარს აღდგა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი გადაიდო
Print