ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ იკლო
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, დღეის მდგომარეობით 13 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი მართვით სუნთქვაზეა. როგორც რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ, ასევე მიმართვიანობამ იკლო.

„ერთი კვლავ რჩება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე, დანარჩენი 12-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს ორჟონია.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად 51-მდე პაციენტი მკურნალობდა.

დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე  შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, სამი ადამიანი გარდაიცვალა. „ტამიფლუთი“ ანტივირუსული მკურნალობა სულ 450 პირმა ჩაიტარა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში "ღორის გრიპით" მამაკაცის გარდაცვალება დადასტურდა

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 50-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს
Print