ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ათი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო, რეანიმაციიდან პალატაში  გადაიყვანეს. როგორც რადიო „ათინათს“ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ და მიმართვიანობამ იკლო. დღეის მდგომარეობით 13 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთი ბავშვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს ორჟონია.

დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე  შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, სამი ადამიანი გარდაიცვალა. პრეპარატ „ტამიფლუთი“ ანტივირუსული მკურნალობა კი  სულ 450 პირმა ჩაიტარა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ იკლო
Print