ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს მობილური აპლიკაცია ამუშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მობილური აპლიკაცია IGovZugdidi,დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩაეშვა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მასზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. აპლიკაცია სხვადასხვა ინფორმაციითაა დატვირთული, მათ შორის, საკრებულოს აქტივობების, მერიის სოციალური პროექტების შესახებ. გარდა ამისა, აპლიკაციით შესაძლებელი იქნება ზუგდიდში ტურისტული ადგილებისა და სასტუმროების ნახვაც.

alt

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მობილური აპლიკაციის შესაქმნელად ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა.

აპლიკაციის „IGovZugdidi“ გამოყენება „Android“-ისა და IOS“ოპერაციული სისტემის, სმარტფონებისთვის და ტაბლეტ კომპიუტერებისათვისაა შესაძლებელი.

alt

მობილური აპლიკაციის შექმნის ვალდებულება მუნიციპალიტეტის საკრებულომ OGP - ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აიღო და მისი პარტნიორი ზუგდიდის მერიაა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია მობილური აპლიკაციის შესაქმნელად 6 ათას ლარს დახარჯავს
Print