ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს შეხვდა და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივა გააცნო. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, გუბერნატორმა ინფორმაცია მათ პრობლემებსა და საჭიროებებზეც მიიღო.

,,სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი თანხმობა. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, რასაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. სწორედ ეს იდეა, გვხდის საზოგადოების წევრებს თანაზიარს სახელმწიფოს მშენებლობისა“ - განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.
alt
სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ გასული წლის ნოემბერში რადიო “ათინათს” უთხრა, რომ ძეგლი რეაბილიტირდება.

ამავე თემაზე:
გუბერნატორი გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივით გამოდის
Print