რეგიონი
ზუგდიდის ბიუჯეტი თითქმის 12 მილიონით გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 34 მილიონ 500 ათასი ლარის ნაცვლად 46 მილიონ 020,9 ათასი ლარით განისაზღვრა. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა.

ზუგდიდს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 7 მილიონ 588, 4 ათასი ლარი გამოეყო, წლის დასაწყისში არსებული ნაშთი კი 3 მილიონ 932, 5 ათას ლარს შეადგენს.

გადაწყვეტილებას მხარი ფრაქცია ენმ-მ არ დაუჭირა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბიუჯეტი 10 მილიონზე მეტი ლარით იზრდება




Print