რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ენმ-ს ცოცხები აჩუქა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ენმ-ს წევრებს საჩუქრად ცოცხები გადასცა. როგორც ენმ- ის ფრაქციის წევრმა პაატა ადამიამ თქვა "ფაცაციას მხრიდან ეს საქციელი ღიმილს იწვევს" და "უადგილო ადგილას პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ნიშნავს".

"ჯანდაცვის საკითხებზე საუბრისას "9 წლისნი სისხლიანი რეჟიმის" გახსენება რა საჭირო იყო ?" - თქვა ადამიამ. მან ცოცხები სხდომათა დარბაზში დატოვა. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა ფრაქცია "ევროპული საქრთველოს" წევრმა ბათლომე შელიამ.

Print