რეგიონი
ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა (ვიდეო)
ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ფრაქცია ენმ -ს წევრებს ცოცხები გადასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "სხდომა შოუს დაემსგავსა, რომელშიც მონაწილეობას არ აპირებს".

„ნაცვლად იმისა, რომ ვიმსჯელოთ და მივხედოთ ხალხის საჭიროებებსა და პრობლემებს, სხდომა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რაღაც ნივთების გადაცემით, შოუდ იქცა. ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, ამიტომაც დავტოვე სხდომა“, - თქვა შელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ენმ-ს წევრებს საჩუქრად ცოცხები გადასცა. როგორც ენმ- ის ფრაქციის წევრმა პაატა ადამიამ თქვა "ფაცაციას მხრიდან ეს საქციელი ღიმილს იწვევს" და "უადგილო ადგილას პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ნიშნავს".

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ჯანდაცვის საკითხებს განიხილავდნენ,  რასაც კამათი მოჰყვა.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ენმ-ს ცოცხები აჩუქა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.